პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობენ
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობენ

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობენ. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, მიგრანტების ნაწილი ქვებს ისვრის და ღობის გატეხას ცდილობს.

ინციდენტი კუზნიცას სასაზღვრო გადასასვლელ პუნქტთან მოხდა. როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, მიგრანტების ქმედებების საპასუხოდ მესაზღვრეებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს მიგრანტებმა შეძლეს ბელარუსიდან პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა.