პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამინისტრო გადაანაწილებს ჯარებს ბელარუსის საზღვართან უფრო ახლოს აგრესორის შესაჩერებლად, რათა მან ვერ გაბედოს თავდასხმა პოლონეთზე.
„დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი იქნება საზღვარზე: 4 000 უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაუჭერს მხარს, 6 000 კი რეზერვში იქნება. პოლონური სივრცის დარღვევა ბელორუსული ვერტმფრენებით მორიგი პროვოკაცია იყო. ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება, კოორდინირებულია რუსეთის ქმედებებთან“, – განაცხადა მარიუშ ბლაშაკმა.