პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბელარუსის საზღვარზე კრიზისი შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშაკი აცხადებს, რომ ბელარუსის საზღვარზე კრიზისი შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მანამდე პოლონეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კუზნიცასთან“ შეკრებილი მიგრანტები ბელარუს ძალოვანებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს მიგრანტების ნაწილი შეეცადა, პოლონეთის საზღვარი გაერღვია, რასაც მოჰყვა მცირე შეტაკებები და პოლონელმა სამართალდამცველებმა ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ევროკავშირი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების ორგანიზებულ მობილიზაციაში ლუკაშენკოს და მის მთავრობას ადანაშაულებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ლუკაშენკო ამ გზით ცდილობს, აიძულოს ევროპა, რომ მისი მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს.