პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველოში ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ თუ თავისუფალი მსოფლიო არ შეაჩერებს პუტინს, რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველოში ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ თუ თავისუფალი მსოფლიო არ შეაჩერებს პუტინს, რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში

2008 წელს საქართველოში ლეხ კაჩინსკიმ საჯაროდ თქვა, რომ თუ თავისუფალი მსოფლიო არ შეაჩერებს პუტინს, რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, – ამის შესახებ ოტავაში კანადის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას TVP ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პოლონეთი საშიშ რეგიონში მდებარეობს. მე ვახსენე ჩვენი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი ვიზიტი საქართველოში 2008 წელს. მან საჯაროდ თქვა, რომ თუ თავისუფალი მსოფლიო არ შეაჩერებს პუტინს, რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე მშპ-ს სამი პროცენტის დახარჯვა იყო ჩვენი არჩევანი, რადგან პოლონეთი მდებარეობს ევროპის ცენტრალურ ნაწილში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ რეგიონში პუტინის ამბიციების გამო, რომელსაც სურს, აღადგინოს თავისი იმპერია“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.