პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური საქართველოში იმყოფება
საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოში პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკიმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.
სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.