პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით ცალმხრივი აკრძალვის გამო პოლონეთს ევროკავშირისგან მოსალოდნელი შედეგის არ ეშინია
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით ცალმხრივი აკრძალვის გამო პოლონეთს ევროკავშირისგან მოსალოდნელი შედეგის არ ეშინია

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, რობერტ ტელუსის განცხადებით, პოლონეთს არ ეშინია უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით ცალმხრივი აკრძალვის გადაწყვეტილების მიღების და ევროკავშირის ან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან მოსალოდნელი შედეგის.

როგორც „ევროაქტივთან“ ინტერვიუს დროს რობერტ ტელუსმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო „წმინდა პოლიტიკური“.

„ჩვენ არ გვინდოდა ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება. მოხარული ვიქნებოდით, თუ ამას ევროკავშირი გააკეთებდა, მაგრამ იძულებული გავხდით ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიგვეღო, რათა ჩვენი ფერმერები დაგვეცვა.

მე გავიგე, რომ პოლონეთს უჩივლებენ ფერმერების მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ სასაცილოა, არ მესმის, ეს კანონით როგორ უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა ტელუსმა.