პოლონეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი „კრიტიკული ინციდენტის“ შემთხვევაში ბელარუსთან საზღვრის დაკეტვაზე შეთანხმდნენ
პოლონეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი „კრიტიკული ინციდენტის“ შემთხვევაში ბელარუსთან საზღვრის დაკეტვაზე შეთანხმდნენ

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ ბელარუსთან საზღვრის დაკეტვაზე „კრიტიკული ინციდენტის“ შემთხვევაში, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო.

„კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება“, – აღნიშნა კამინსკიმ.

მისივე თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერების, ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვა „არ ცვლის ფაქტობრივ ვითარებას ბელარუსში“.

„„ვაგნერის“ ჯგუფმა უნდა დატოვოს რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან საერთაშორისო უსაფრთხოება ამას მოითხოვს“ – განაცხადა კამინისკიმ.

მანამდე ლიეტუვამ გამოაცხადა ბელარუსთან ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორის დროებითი დახურვის შესახებ. ლიეტუვა ასევე განიხილავს საზღვრის დარჩენილი გამშვები პუნქტების დახურვის შესაძლებლობას.