პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო - ალექსანდრ ლუკაშენკოს სურს, პოლონეთის არჩევნებში ჩაერიოს
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვონსიკმა განაცხადა, რომ ვარშავა მუდმივად ელოდება პროვოკაციებს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე. ამის შესახებ მან პოლონეთის რადიოს ეთერში განაცხადა.
ვონსიკის თქმით, პოლონეთმა იცის, რომ ბელარუსის „თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სურს, ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სხვადასხვა პროვოკაციის განსახორციელებლად“.
„ჩვენ მუდმივად ველით პროვოკაციებს პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე“, – აღნიშნა ვონსიკმა.