პოლონეთის შეიარაღებული ძალებში ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფენ
პოლონეთის შეიარაღებული ძალებში ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფენ

პოლონეთი უარყოფს ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას, – ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ნათქვამია, ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლონური ვერტმფრენის მიერ საზღვრის სავარაუდო გადაკვეთის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას, რაც დასტურდება სარადარო სადგურების მონაცემებით.

„მედიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია საფუძვლიანად არის გაანალიზებული და დეტალურად არის გამოკვლეული, თუმცა, ბელარუსის მიერ მედიისთვის მოწოდებულ ინფორმაციას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან ის არაერთხელ ყოფილა პროვოკაციული ელემენტი და დეზინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიიდან შვეულმფრენმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა.