პოლონეთის სენატმა უზენაესი სასამართლოს შესახებ არსებულ სადავო კანონში ცვლილებები შეიტანა
პოლონეთის სენატმა უზენაესი სასამართლოს შესახებ არსებულ სადავო კანონში ცვლილებები შეიტანა

პოლონეთის სენატმა უზენაესი სასამართლოს შესახებ არსებულ სადავო კანონში ცვლილებები შეიტანა.

სიახლე მანამდე პენსიაზე გასული 65 წლის მოსამართლეების სამსახურში დაბრუნებას ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოს მთავრობამ კანონმდებლობაში მასშტაბური რეფორმები განახორციელა. ცვლილებები უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას ეხებოდა.

ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება, რომელიც მოსამართლეების ვადაზე ადრე გადადგომას ითვალისწინებდა, ევროკავშირის აღშფოთებას იწვევდა.

კანონის თანახმად, მოსამართლეების საპენსიო ასაკი 70-დან 65 წლამდე შემცირდა. ევროპული გაერთიანება რეფორმის გამო პოლონეთს სანქციების დაწესების ემუქრებოდა.

პოლონეთის სენატის მიერ განხორციელებულ ცვლილებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კანონში ჯერ კიდევ არსებობს დაუზუსტებელი დეტალები, თუმცა პოლონეთის სენატის ქმედება სწორი მიმართულებაა.

ვალდის დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ ევროკომისია პოლონეთის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.