პოლონეთის სეიმის მარშალმა საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავზე მიიწვია
პოლონეთი ევროპაში საქართველოს ელჩი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პოლონეთის სენატის მარშალმა, სტანისლავ კარჩევსკიმ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პოლონეთის აქტიური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ის ეყრდნობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის მიმდინარე ეტაპზე.
პრეზიდენტმა პოლონელ სტუმართან რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილა.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში, 1-ელ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავზე მიიწვია, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.