პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩინეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „არწივის თავდასხმა“ ქალაქ ბრესტის ბაზაზე მიმდინარეობს. ანტიტერორისტული წვრთნების დროს ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ივარჯიშებენ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებში.
„დანაყოფები გარკვეულ ეტაპებზე იქნება კონსოლიდირებული, არ იქნება ცალკე ჩინური და ცალკე ბელარუსული დანაყოფი – ისინი ერთობლივად იმოქმედებენ”, – განაცხადა ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის ძალების მეთაურმა, ვადიმ დენისენკომ.
ბრესტში სამხედრო წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება.