პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. კვირას გამართულ არჩევნებში პოლონეთის მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართალი“ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, თუმცა ეს უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მან პარლამენტის ქვედა პალატაში, 460-ადგილიან სეიმში194 ადგილი მოიპოვა.
ხმების 100% დათვლის შედეგები აჩენებს, რომ მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 35,38%-მა მისცა ხმა, მეორე ადგილზე გავიდა დონალდ ტუსკის ლიბერალური ოპოზიციური „სამოქალაქო კოალიცია“ ხმების 30,70%-ით. მესამე ადგილი მოიპოვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „მესამე გზამ“, რომელსაც ხმების 14,40% აქვთ, „ახალმა მემარცხენეებმა“ ხმების 8,61% მოიპოვეს, ხოლო ულტრამემარჯვენე კონფედერაცია“ 7,38%.
„სამოქალაქო კოალიციამ“, „ახალმა მემარცხენეებმა“ და „მესამე გზამ“ უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და ისინი მოლაპარაკებების დაწყებას ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებისთანავე გეგმავდნენ.
ოფიციალური შედეგები ასევე აჩვენებს, რომ „სამოქალაქო კოალიციას“ და მის მოკავშირეებს უმრავლესობა ექნებათ პარლამენტის ზედა პალატაშიც, 100-ადგილიან სენატში.
პოლონეთში კვირას ჩატარებულ არჩევნებზე აქტივობამ – 74,16% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.