პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არჩევნების შემდგომი სიტუაცია და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, არჩევნების შემდგომის სიტუაცია საქართველოში და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში. ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს ვარშავიდან დაესწრო“, – ნათქვამია განცხადებაში.