პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გერმანიას რომ არ ეცადა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წლების წინ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გერმანიას რომ არ ეცადა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წლების წინ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა

გერმანიას ისე რომ არ ეფიქრა, როგორც ახლა, არ ეცადა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წლების წინ, მიუნხენში უკრაინას რომ მიეღო ალიანსში მიწვევა, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პიოტრ ვავჟიკი გერმანიის გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პისტორიუსმა თქვა, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პიოტრ ვავჟიკის განცხადებით, ბორის პისტორიუსის პოზიციამ, შესაძლოა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს.

„საქმე ისაა, როდის დადგება დრო ამ „ცივი გონებისთვის“, ომის დასრულებიდან 5, 19 თუ 30 წლის შემდეგ. ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები საფრანგეთი და გერმანია, საერთო ჯამში, სულ წინააღმდეგი იყვნენ უკრაინის როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების“, – განაცხადა ვავჟიკმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა 21 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად“.