პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს გენერალური მდივანი ბუჩაში ჩავიდნენ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზბიგნევ რაუ, ასევე ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი ბუჩაში ჩავიდნენ.
„საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ და ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი ეწვივნენ ბუჩას, წარმოუდგენელი სისასტიკის ადგილს. უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები არ იქნება დავიწყებული. დამნაშავეები პასუხს აგებენ“, – აღნიშნულია ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის „ტვიტერის“ გვერდზე.
ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუ კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას.