პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დადგა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს ინსტრუმენტი, რათა უკეთესად მოერგოს ჩვენს პარტნიორებს
ვფიქრობ, დადგა იმის დრო, რომ ევროკავშირმა შეცვალოს ინსტრუმენტი, რათა უკეთესად მოერგოს ჩვენს პარტნიორებს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ კშიშტოფ ჩაპუროვიჩმა მან მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე მშვიდობის დამყარების პერსპექტივის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ვუპასუხებ ქართველ მომხსენებელს, ჩვენ ევროკავშირში უნდა ვიყოთ გაერთიანებულები, რათა ჩვენი სოლიდარობის დემონსტრირება მოვახდინოთ. ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვანი არიან. მათ აქვთ ევროპული მისწრაფება. საზოგადოება ადასტურებს ამ მისწრაფებას. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. პოლონეთმა შვედეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიცირება მოახდინა. ვფიქრობ, ახლა ევროკავშირში დადგა დრო, შეცვალოს ინსტრუმენტი, რათა უკეთესად მოერგოს ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.