პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არჩევნებში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვითარება „შავ-თეთრად“ არ უნდა იყოს აღქმული
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვითარება „შავ-თეთრად“ არ უნდა იყოს აღქმული.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის დახმარების საკითხზე აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რას გააკეთებს ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში.
მისი თქმით, პოლონეთმა უნდა გააგრძელოს ამერიკის ადმინისტრაციასთან მუშაობა, განურჩევლად იმისა, ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.
„ორივე პარტიასთან გვაქვს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები. დემოკრატებთან უფრო მეტად – ღირებულებებზე, რესპუბლიკელებთან – მკაცრ ბიზნესზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.