პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება შეხვედრაში სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო.

ორდღიანი მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში დღეს იწყება.

როგორც პოლონეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ლავროვის მონაწილეობის გამო შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს. მისი განმარტებით, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე და მისთვის მიუღებელია, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს შეხვედრაში, რომლის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება.

ლავროვის მონაწილეობის გამო ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრებიან ასევე ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.