კონრად შიმანსკი -უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიის გამარჯვება ცენტრალური ევროპის ემანსიპაციის შედეგია
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონრად შიმანსკი აცხადებს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება ცენტრალური ევროპის ემანსიპაციის შედეგია.
„რა თქმა უნდა, ეს არის ცენტრალური ევროპის ემანსიპაციის და არა ვინმესთან ბრძოლის შედეგი”,- განაცხადა შიმანსკიმ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ორბანის ანტიევროპულ პოლიტიკაზე საუბარი არასწორია. შიმანსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ორბანის პოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი არასდროს ეწინააღმდეგებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანმა და პარტია “ფიდესმა” ამომრჩეველთა ხმების თითქმის 50% მიიღეს.
საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 93 % უკვე დათვალა. ეს ნიშნავს, რომ 54 წლის ორბანი, სავარაუდოდ, მეოთხედ დაიკავებს უნგრეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას. მისი პარტია კი 199 ადგილიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებს.