პოლონეთის საელჩო - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას
საქართველოში პოლონეთის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.