პოლონეთის ქალაქ კამიენ-პომორსკიში ზეგანაკვეთური შრომის შედეგად, ყველა პოლიციელი ბიულეტენზე იმყოფება
პოლონეთის ქალაქ კამიენ-პომორსკიში ყველა სამართალდამცველი ბიულეტენზე იმყოფება. პროფკავშირების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მიზეზი კადრების სიმცირე და შესაბამისად, პოლიციელთა ზეგანაკვეთური შრომის გამო, მათი გადაღლილობა გახდა.
ამასთან, ზაფხულის პერიოდში იზრდება შვებულებაში მყოფთა რიცხვიც.
პროფკავშირების თავმჯდომარე, რაფალ იანკოვსკი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების ეს ქმედება, არ არის პროტესტის ფორმა, თუმცა, კარგად ასახავს, იმ ფაქტს, რომ ადამიანის ამტანობას საზღვარი აქვს.