პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გმობს
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფერხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესების. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოდ დარჩებით!“ – ნათქვამია პოლონური თეატრის განცხადებაში.