პოლონეთის პრეზიდენტმა პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
პოლონეთის პრეზიდენტმა პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

პოლონეთის პრეზიდენტმა პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ანჯეი დუდას განცხადებით, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მან მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

საგანგებო რეჟიმი პოლონეთის და ბელარუსი საზღვრის პირას მდებარე 183 დასახლებას შეეხება და 30 სექტემბრამდე იქნება ძალაში. აღნიშნულ ტერიტორიებზე დროებით შეზღუდული იქნება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სხვა რაიონებში მცხოვრებ პირებს ამ დასახლებებში შესვლა აკრძალული ექნებათ. პოლონეთის პრეზიდენტის განკარგულება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მხოლოდ აგვისტოში ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლა 3000-მა მიგრანტმა სცადა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთი ბელარუსის მთავრობას ამ ქვეყნების საზღვარზე მიგრანტების განზრახ გადაყვანაში ადანაშაულებს. მათივე მტკიცებით, ამ გზით ლუკაშენკო და მისი მთავრობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხობს.