პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ანჯეი დუდას კიევში ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ანჯეი დუდას კიევში ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით კიევში არ ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვოიჩეხ კოლარსკი ავრცელებს.

„მსგავსი ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება. იგეგმება მიმართვა ზელენსკისთან ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ასევე მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ის, რაც ორი წლის წინ მოხდა, რადგან ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლონეთის პოლიტიკას, არამედ მსოფლიოსას და უახლოეს მომავალს.

„პოლონეთის მთავრობა ცალსახად ამბობს, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინა პოლონეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.