პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.