პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და დღეს უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანჯეი დუდა იქნება უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილი პირველი უცხო ქვეყნის მეთაური, რომელიც ამ სახელმწიფოში ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.