პოლონეთის პრეზიდენტი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი
პოლონეთის პრეზიდენტი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ალიანსის ყველა წევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს გახლავთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, – ასე უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ პირველი არხის კითხვას, თუ როგორ ხედავს საქართველოს როლსა და პერსპექტივას ნატო-ში.

„არავისთვის არის საიდუმლო, რომ საქართველო განსაკუთრებულად სტრატეგიულ ადგილს იკავებს არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნატო-ს ყველა წევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს გახლავთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი“, – აღნიშნა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ორი ქვეყნის ლიდერებმა უკვე გამართეს პირისპირ შეხვედრა.