პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გაერო-ს სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება აუცილებელია
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა აცხადებს, რომ გაერო-ს სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება აუცილებელია. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამშრომლობის უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.
ამის შესახებ დუდამ ნიუ იორკში მიმდინარე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„გაერო-ს სისტემის შესახებ მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, მულტილატერალიზმის უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. რთული თანამედროვე გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაც მოითხოვს კოლექტიურ მოქმედებას, რადგან ცალკეული სახელმწიფოების დონეზე ამ გამოწვევებთან დაპირისპირება შეუძლებელია“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.