პოლონეთის პრეზიდენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ანჯეი დუდამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაცეკ სასინი ადასტურებს, რომ პარტია „კანონი და სამართლიანობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი იქნება.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის მაისში გაიმართება.