პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკომისია ვარშავასთან დავის მოგვარებას მუქარითა და დაშინებით ცდილობს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკომისია ვარშავასთან დავის გადაჭრას მუქარითა და დაშინებით ცდილობს. როგორც ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, ევროკავშირმა პოლონეთს „თავში იარაღი დაუმიზნა“. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ბრიუსელს, თუ მას პოლონეთთან უთანხმოების მოგვარება სურს, უარი თქვას იურიდიული და ფინანსურის სანქციებით მუქარაზე.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მთავრობა დათმობაზე წავა და საკონსტიტუციო სასამართლო დისციპლინულ პალატას გააუქმებს. ამ პალატის მიმართ ბრიუსელში კრიტიკული შენიშვნები 2018 წლიდან ისმოდა. მორავიეცკიმ ასევე თქვა, რომ თუ ევროკომისია „ომს წამოიწყებს და ვარშავას ფინანსებს დაუგვიანებს, მაშინ პოლონეთი ყველა შესაძლო ინსტრუმენტით დაიცავს საკუთარ უფლებებს“.
შეგახსენებთ, ბრიუსელსა და ვარშავას შორის დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა რიგ შემთხვევებში ევროკავშირის კანონებზე უპირატესი უნდა იყოს. ევროკომისიაში ამ გადაწყვეტილებას სახიფათო უწოდეს და პოლონეთს 36 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსების შეჩერებით დაემუქრნენ.