პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობა გაამწვავა, „ფუნდამენტური გაუგებრობის“ მიზეზი გახდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობა გაამწვავა, „ფუნდამენტური გაუგებრობის“ მიზეზი გახდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ვაცნობიერებ, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ფუნდამენტური გაუგებრობის მიზეზი გახდა. მე რომ მომესმინა სხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ან ბათილად გამოაცხადა ევროკავშირის ხელშეკრულებები, გამიკვირდებოდა, თუმცა შევეცდებოდი, გადამემოწმებინა“, – განაცხადა მორავეცკიმ ევროპარლამენტში.
ევროკავშირი პოლონეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობისთვის „ძირის გამოთხრად“ აფასებს. ცოტა ხნის წინ კი, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონების ზოგიერთ მუხლთან მიმართებაში უპირატესად გამოცხადდა. ამ ფაქტმა ბრიუსელის გაღიზიანება გამოიწვია.