პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის მთავრობის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა, რომელიც დინამიკურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა პოლონეთის მთავრობის სახელით.

პოლონეთი აფასებს საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა გახდა რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი, რომელიც დინამიკურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.

გარწმუნებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და კულტურული გაცვლა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნების პოტენციალის გამოყენებისთვის და ორმხრივი სარგებლობისთვის.

გისურვებთ წარმატებებს როგორც სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში“, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის მილოცვაში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.