პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - მათ ვინც, ბრიტანულ მიწაზე ქიმიური იარაღი გამოიყენა, პასუხი უნდა აგონ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთს ყოფილი რუსი მზვერავისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ლონდონს სოლიდარობას უცხადებს. როგორც მატეუშ მორავიეცკი საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, ნერვულ-პარალიტიკური შხამის გამოყენება დიდი ბრიტანეთის მიწაზე საერთაშორისო კანონმდებლობის უპრეცედენტო დარღვევას წარმოადგენს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ბრიტანელ ხალხს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას. გამოვხატავთ მზადყოფნას, დავეხმაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორს გამოძიებაში. ამასთან, მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს დიდი ბრიტანეთის კითხვებს და ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, 66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.