პოლონეთის პრემიერ მინისტრი - ევროპა რუსული გაზისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს
პოლონეთის პრემიერ მინისტრი - ევროპა რუსული გაზისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ევროპა რუსული გაზისგან სრულად უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს განცხადება პრემიერმა ბუქარესტში გააკეთა.

მორავეცკის თქმით, ეს არ არის დივერსიფიკაცია, არამედ სამომავლოდ ბაზრის მონოპოლიზაციას ემსახურება. პრემიერის თქმით, ეს თემა მან ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრ, რიკ პერისთან შეხვედრის დროსაც განიხილა.

„ვესაუბრე მას რეალური დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე, რუსული გაზისგან ევროპის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.