პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგანგებო სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ბელარუსის საკითხზე ევროკავშირის საგანგებო სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
ამის შესახებ განცხადება პოლონეთის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
„პოლონეთს ახლო მეზობლებზე პასუხისმგებლობა აკისრია“, – ნათქვამია მატეუშ მორავიეცკის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის საკითხზე საგანგებო შეხედვრის გამართვის ინიციატივით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა.
ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დემონსტრანტები არ ეთანხმებიან შედეგებს, რომლის მიხედვით, პრეზიდინეტის პოსტს მეექვსე ვადით, ალექსანდრ ლუკაშენკო დაიკავებს.
აქციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულები.