პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა იგივეა, რაც პუტინისგან იარაღის ყიდვა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა იგივეა, რაც პუტინისგან იარაღის ყიდვა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მორავეცკის თქმით, პოლონეთი არ ეთანხმება გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით.
პრემიერმა ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის მნიშვნელობაზე, ასევე იმ კონტრაქტებზე ისაუბრა, რომლებიც ამ მიმართულებით ფორმდება.