პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მტრული რეჟიმია და ერთ-ერთ მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომს ასახელებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსეთი მტრული რეჟიმია და ერთ-ერთ მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომს ასახელებს. ამის შესახებ მორავიეცკიმ „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
„საქართველო 2008 წელი, ყირიმი და დონბასი- 2014 წელი, MH17, სოლსბერი- 2018, ბერლინი- 2019, ნავალნი- 2020, რამდენი რამ უნდა მოხდეს, რომ საბოლოოდ გავაანალიზოთ, ჩვენ მტრულ რეჟიმთან გვაქვს საქმე? დიალოგი, პარტნიორობა და კომპრომისი- ეს მათთვის უცნობი სიტყვებია. დროა, გამოვიტანოთ დასკვნები“, – განაცხადა მორავიეცკიმ.