პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის
გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მათეუშ მორავიეცკის თქმით, უნგრეთი არ ბლოკავს სანქციებს.
ამასთან, როგორც მედია წერს, მათეუშ მორავიეცკის კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც კვირას უნგრეთში გამართულ ეროვნულ არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო გააკრიტიკეს.
„ჩვენ უნდა დავინახოთ, იმისდა მიუხედავად, როგორ ვუდგებით უნგრეთს, რომ ეს არის მეოთხე გამარჯვება და პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ არჩევნებს… გერმანია არის მთავარი დაბრკოლება სანქციებთან მიმართებაში. უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.