პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი კანონის უზენაესობის დაცვის მექანიზმი სახიფათოა და ევროკავშირის კოლაფსის საფრთხეს აჩენს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი კანონის უზენაესობის დაცვის მექანიზმი სახიფათოა და ევროკავშირის კოლაფსის საფრთხეს აჩენს.
ამის შესახებ განცხადება მატეუშ მორავიეცკიმ თავს უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მორავიეცკის თქმით, პოლონეთი და უნგრეთი მზად არიან, ბიუჯეტის კანონს ვეტო დაადონ.
პრმეიერ-მინისტრების მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვარშავასა და ბუდაპეშტის პოზიცია ურყევია, ხოლო ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გაწერილი კანონის უზენაესის დაცვის მექანიზმი ევროკავშირის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იქცევა“.
ვარშავასა და ბუდაპეშტში არ ეთანხმებიან ბრიუსელის წინადადებას, რომ ევროკავშირის წევრებს ფინანსური დახმარება უნდა შეუწყდეთ, თუ რომელიმე მათგანი კანონის უზენაესობის პრინციპს დაარღვევს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა პოლონეთისა და უნგრეთის მოქმედი მთავრობა კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.