პოლონეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ქურდობისთვის დააკავა
პოლონეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ქურდობისთვის დააკავა

პოლონეთის პოლიციამ ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე, 32 წლის მამაკაცი დააკავა. მას ქალის მანქანიდან ჩანთის მოპარვაში ედება ბრალი, რომელშიც 500 ათასი ზლოტი (დაახლოებით 112 ათასი ევრო) იყო.

როგორც პოლონეთის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი სამშობლოში დაბრუნდა. ის სამართალდამცველებმა ვარშავის მახლობლად მდებარე ქალაქ მისლოვიციში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ადგილობრივმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიცია საქმის დეტალებსაც ასაჯაროებს. სამართალდამცველების ცნობით, 41 წლის ქალმა ბანკიდან გამოიტანა დიდი თანხა და მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შეამჩნია, რომ საბურავი დაეშვა და შესამოწმებლად მანქანიდან გადმოვიდა. გაირკვა, რომ ვიღაცამ მას ორი საბურავი დაუზიანა. ავტომობილში დაბრუნებულმა დაზარალებულმა აღმოაჩინა, რომ მისი ჩანთაში ფული აღარ იყო.