პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა
პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა. როგორც „როიტერი“ წერს, კედლის აშენება 400 მილიონი დოლარი დაჯდება. დამცავი კონსტრუქციის მშენებლობის მიზანი ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთში მიგრანტების არალეგალურად გადასვლის პრევენციაა.
პარლამენტის ქვედა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კედლის მშენებლობის გეგმა ახლა სენატში უნდა დაამტკიცონ.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, დამცავ კონსტრუქციაზე მოძრაობის დაფიქსირებისთვის საჭირო სენსორები და სათვალთვალო კამერები იქნება დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, პოლონეთი ამტკიცებს, რომ ბელარუსის მთავრობა ორგანიზებულად ცდილობს მიგრანტები მეზობელ ქვეყნებში გადაიყვანოს. ვარშავაში ამტკიცებენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა ამ ნაბიჯებით პასუხობს ევროკავშირს, რომელმაც მინსკს სანქციების დაუწესა.