პოლონეთის მთავრობის წევრებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ მინისტრთან ჰქონდათ კონტაქტი, დაავადება არ დაუდასტურდათ
პოლონეთის მთავრობის წევრებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ მინისტრთან ჰქონდათ კონტაქტი, დაავადება არ დაუდასტურდათ

პოლონეთის მთავრობის წევრებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ მინისტრთან ჰქონდათ კონტაქტი, დაავადება არ დაუდასტურდათ. მათ კარანტინი დაასრულეს.

15 მინისტრის კარანტინში ყოფნის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარემოს დაცვის მინისტრს, 29 წლის მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ სჟუმოვსკიმ განაცხადა, მთავრობის დანარჩენი წევრების კორონავირუსზე ტესტის პასუხები უარყოფითია. კარანტინში მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრი რჩება.

გარემოს დაცვის მინისტრმა კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ 16 მარტს, საღამის განაცხადა. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. მანამდე პოლონეთის მთავრობის ბოლო სხდომა 10 მარტს გაიმართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის 24 წევრიდან ცხრა არ ესწრებოდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და ჯანდაცვის მინისტრი ლუკაშ სჟუმოვსკი.

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 221 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია ხუთი ადამიანია.