პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი - ვლადიმერ პუტინი იმეორებს ტყუილს პოლონეთზე და ცდილობს სიმართლის გაყალბებას უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი - ვლადიმერ პუტინი იმეორებს ტყუილს პოლონეთზე და ცდილობს სიმართლის გაყალბებას უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ

პოლონეთი ეხმაურება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ ლიეტუველი და პოლონელი სამხედროები დასავლეთ უკრაინის მიტაცებისთვის ემზადებიან.

საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში პოლონეთის მთავრობის კომისარი სტანისლავ ჟარინი აცხადებს, რომ კრემლი იმეორებს ტყუილს პოლონეთზე და ასევე ცდილობს სიმართლის გაყალბებას უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ასევე იყენებს ისტორიულ რევიზიონიზმს პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების გასავრცელებლად.

მანამდე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სამხედრო ჯგუფების გამოყენება იგეგმება თითქოს თანამედროვე დასავლეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ სინამდვილეში – ამ ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციისთვის.