პოლონეთის მთავრობა მოუწოდებს ევროკომისიას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ დონეზე დააწესებს აკრძალვას
პოლონეთის მთავრობამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის მიხედვით, მინისტრთა საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, 15 სექტემბრის შემდეგაც გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთი ეროვნულ დონეზე დააწესებს საკუთარ აკრძალვას, რომელიც ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე პოლონეთსა და უკრაინას შორის აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით ვითარება დარეგულირდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, პოლონეთის მთავრობა ვერ დაეთანხმება იმას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ქვეყნის შიდა ბაზრის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.