პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინული მარცვლეულის გამო გერმანულ ბაზარს კარგავენ
პოლონეთის მთავრობა შეშფოთებულია, რომ უკრაინული მარცვლეულის გამო გერმანულ ბაზარს კარგავენ, – ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ კოლოძიეჟაკმა განაცხადა.
„ბურთი უკრაინის მოედანზეა. ან მოლაპარაკებას გამართავთ პოლონეთთან, ან ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, შემოვიტანოთ დამატებითი შეზღუდვები უკრაინული საქონლის იმპორტზე“, – განაცხადა კოლოძეჟაკმა.
კოლოძიეჟაკმა აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეული ჯერჯერობით პოლონეთში ტრანზიტით გადის და ქვეყანაში იმპორტი არ ხდება. ამჟამად პოლონეთში ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის იმპორტი შეუძლებელია.
„დღეს რომ ვაპროტესტებდე, მეორე საზღვარს გადავკეტავდი. არ მინდა, აქ ვინმეს მივანიშნო, მაგრამ პოლონეთმა დააწესა ემბარგო უკრაინის პროდუქტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვაწუხებს. გერმანიაში ჩვენ ასევე ვხედავთ პროტესტს და გერმანელი ფერმერების ხმას, რომ არ უნდათ ეს პროდუქტები უკრაინიდან. უკრაინულმა პროდუქტებმა გერმანული ბაზარიც წაგვართვეს“, – განაცხადა კოლოძიეჟაკმა.
შეგახსენებთ, პოლონელი ფერმერები, ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოთხოვნით, უკრაინის საზღვარს ბლოკავენ. პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კონტრაქცია დაიწყეს.