პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები იენს სტოლტენბერგს ბელარუსიდან მომავალ საფრთხეებზე აფრთხილებენ
პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა ნატო-ს გენერალურ მდივანს წერილი მისწერეს, რომლითაც იენს სტოლტენბერგს ბელარუსიდან მომავალ საფრთხეებზე აფრთხილებენ.
„რუსეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობამ რეგიონისა და ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოება გააუარესა“, – წერენ გიტანას ნაუსედა, ანჯეი დუდა და ეგილს ლევიტა.
სამი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას და მის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, აგრესიული ომისთვის იყენებს.