პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრი - პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს
პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის კლიმატის და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ განაცხადა.
„პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპორმი“ არასანდო პარტნიორია“, – წერს ანა მოსკვა.
როგორც მედია იუწყება, შეთანხმება მოიცავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას იამალის მილსადენით და ასევე, პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლას.