პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვურჩევთ ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით“, – ნათქვამია პოლონეთის მთავრობის მიერ მოგზაურებისთვის გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.
მანამდე, სექტემბერში პოლონეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.
ურთიერთობები ვარშავასა და მინსკს შორის 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა მეზობელი ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად.
ოფიციალური ვარშავის განცხადებით, ბელარუსში მცხოვრები პოლონური უმცირესობა სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებს განიცდის, თემის რამდენიმე ლიდერი კი დაპატიმრებულია.