პოლონეთის კათოლიკური ეკლესია - 1990 წლის შემდეგ, სამღვდელოების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 380-ზე მეტი ფაქტი მოხდა
პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის ინფორმაციით, 1990 წლის შემდეგ, სამღვდელოების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 380-ზე მეტი ფაქტი მოხდა.
ანგარიშის თანახმად, 198 შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა ასაკი 15 წელს ქვემოთ იყო. ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე, არქიეპისკოპოსმა, მარეკ ჯედრასზევსკიმ თქვა, რომ ეს მტკივნეული და ტრაგიკული საკითხია, რადგან უკავშირდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებმაც თავი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნეს.
აღნიშნული მოხსენება არის ვრცელი გამოძიების ნაწილი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კათოლიკე მღვდლების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმეებს უკავშირდება.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პოლონეთის 38 მილიონი მოქალაქიდან, 85 პროცენტი კათოლიკეა, 12 მილიონი კი ყოველ კვირას წირვას ესწრება.